გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 29 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 24 ჩამოვაგდეთ. ამის შესახებ ინფორმციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინას ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტით და ორი Kh-31P სარადარო რაკეტითაც შეუტია.
“საზენიტო ბრძოლის შედეგად ხერსონის, ოდესის, მიკოლაევის, პოლტავას, სუმის, დნეპროპეტროვსკის, კიევის, ვინიცისა და ჟიტომირის რაიონებში 24 თავდასხმის თვითმფრინავი "შაჰიდ-131/136" ჩამოვაგდეთ. თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები“,- ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press