დღეს ძალიან ბევრი პრობლემაა ქვეყანაში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაფასდეს თითოეული ადამიანის შრომა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
ბოტკოველის თქმით, რეალურად თუ გინდა ნახო, როგორ ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობა, ადამიანებს უნდა დაელაპარაკო.
“იმ კაბინეტებიდან, რომელ კაბინეტებშიც ჩაიკეტა ხელისუფლება, “ქართული ოცნების“, ივანიშვილის ხელისუფლება, იქიდან, სადაც მილიონებს შოულობენ ამასთან ერთად და მდიდრდებიან ყოველდღიურად, იქიდან არ ჩანს ყველაფერი კარგად, მაგრამ მათ არც აქვთ სურვილი, რომ ადამიანების პრობლემებით დაინტერესდნენ. დღეს არის ძალიან ბევრი პრობლემა მთელ საქართველოში და 26 ოქტომბერს სწორედ ამისთვის ჩვენ ხალხთან ერთად უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამო დაისადგუროს ისეთმა ცხოვრებამ, სადაც რეალურად მშრომელი ადამიანის შრომა დაფასებული იქნება“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press