ტედი რინერმა, რომელმაც პარიზის ოლიმპიადაზე თავის კარიერაში მესამე ოლიმპიური მედალი მოიპოვა, მეოთხედფინალურ შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც, ქართველმა სპორტსმენმა გურამ თუშიშვილმა და მან, ტატამზე ურთიერთობის გარკვევა დაიწყეს პირველი კომენტარი გააკეთა.
როგორც ტედი რინერმა Lagazzeta.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დროისთვის, გურამსა და მას შორის დაძაბულობა არ არის.
“საქართველოს ძიუდოს ძლიერი სკოლა აქვს. დღეს შესანიშნავი დღე იყო. დიდებული დაპირისპირება შედგა. გურამი დიდებული მოწინააღმდეგეა. იმედია, მომავალში ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენს შორის არანაირი დაძაბულობა არ არის. ის კარგი ბიჭია“,-განაცხადა რინერმა.
ცნობისთვის, აღნიშნული შეხვედრა ქართველი ძიუდოისტის, გურამ თუშიშვილის აქტიურობით დაიწყო, თუმცა, რინერმა შეძლო და ქართველ მოწინააღმდეგეს ვაზარით სძლია, რის შემდეგაც მან გამარჯვების აღნიშნვნა თუშიშვილისთვის შეურაცხმყოფელი ფორმით გადაწყვიტა. სწორედ ამას მოჰყვა ქართველის რეაქცია და ძიუსოისტებს შორის დაძაბულობა.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press