გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი პოლიტიკური ოპონენტი,- განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
ბოკუჩავას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მთავარი ოპონენტია და წინა საარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის ივანიშვილის უპირველესი ამოცანა.
“გუშინდელი ე.წ. სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც არის სრული სამართლებრივი ნონსენსი, უსამართლობა და უკანონობა, ნაკარნახევია ივანიშვილის პარანოიული შიშით პრეზიდენტი სააკაშვილის მიმართ, რომელიც არის მისი მთავარი ოპონენტი და წინა საარჩევნოდ მისი ამ უკანონო პატიმრობაში, ტყვეობაში დატოვება არის მისი უპირველესი ამოცანა. როგორც ჩანს მას ასევე ეშინია იმ საერთაშორისო წნეხის, რომელიც არის პრეზიდენტ ზურაბიშვილზე პრეზიდენტი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არ იყოს თეორიული შანსიც კი, რომ ამ რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებზე, მისი მთავარი პოლიტიკური და ოპონენტი და ყველაზე ძლიერი ოპოზიციური მოთამაშე იყოს თავისუფლებაზე“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press