სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სანაპიროზე მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 32 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაიჭრა 63. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდარს ისლამისტურ დაჯგუფებას “ალ-შაბააბის“ უკავშირებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ დაჯგუფებას მომხდარზე პასუხისმგებლობა არ აუღია, მედია აღნიშნავს, რომ მათ წარსულში მსგავსი თავდასხმა განუხორციელებიათ, მათ შორის 2022 წელს, როდესაც დანაღმული მანქანა ააფეთქეს. პოლიციაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა, ხოლო სამი პირი, უშიშროების ძალებმა მოკლეს. დაჯგუფება “ალ-შაბააბი“ ტერორისტულ ორგანიზაცია “ალ-ქაედასთან“ არის დაკავშირებული და წლებია სომალის ხელისუფლების დასამხობად იბრძვის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press