რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ამისათვის ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მრავალძალში ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა დღეს რამდენიმე ლოკაცია დაათვალიერა, სადაც ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება შესაძლებელი.
“ჩატარდა სამუშაოები, მოვიძიეთ ლოკაციები, სადაც ყველაზე ეფექტიანად შეიძლება ტურიზმის, მათ შორის მსხვილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ერთ-ერთი ასეთი ლოკაციაა მრავალძალის ზონა, სადაც ძალიან კარგად შეიძლება, განვითარდეს ტურისტული ინფრასტრუქტურა და არის ასევე მეორე ზონა, რომელიც მოიცავს რამდენიმე დასახლებულ პუნქტს, ეს არის შხივანა, ბეთლევი, სხარტალის ზონა, სადაც ასევე არის შესაძლებელი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება მაღალ დონეზე.
ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ პოტენციურ ინვესტორებთან ერთად. ვფიქრობთ ასევე უცხოური კომპანიების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან პროექტების დაგეგმარებაში. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ რაჭის განვითარებაზე და უფრო კონკრეტულად რაჭის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე",- განაცხადა კობახიძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press