UFC-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ორგანიზაციის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს 26 ოქტომბერს დაიცავს.
27 წლის ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი მაქს ჰოლოვეი იქნება, რომელიც წარსულში უკვე ფლობდა ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს.
MMA-ის კარიერაში 32 წლის ამერიკელ მებრძოლს, მაქს ჰოლივეის 33 შეხვედრა აქვს ჩატარებული, საიდანაც მის ანგარიშზე 26 მოგება ფიქსირდება. ილია თოფურიას ანგარიშზე კი, 15 ბრძოლიდან 15 გამარჯვება იყრის თავს. მან ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მიმდინარე წლის 18 თებერვალს ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა.
ქართველი მებრძოლისა და მაქს ჰოლოვეის ორთაბრძოლა აბუ დაბიშია ჩანიშნული.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press