ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია მთის განვითარებაზე, მაღალმთიანი აჭარის განვითარებაზე ზრუნვა და ეს მომავალშიც გაგრძელდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბეშუმში, "შუამთობის" დღესასწაულზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას და სახალხო დღესასწაულის სტუმრებს "შუამთობა" მიულოცა და ისაუბრა პროექტებზე, რომლებიც მისი თქმით, რეგიონის განვითარებას ემსახურება.
"ხულო-ზარზმის გზაზე ბევრჯერ იყო საუბარი და მიხარია, რომ ეს პროექტი წელს ბოლომდე იქნება მიყვანილი. განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. ბატონ ირაკლი ქარსელაძეს განსაკუთრებული მადლობა ამისთვის.
ძლიერი მთა ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვიზრუნოთ ჩვენს მთიანეთზე, ქართულ მთაზე, მაღალმთიან აჭარაზე და ასე იქნება აუცილებლად მომავალშიც",- განაცხადა პრემიერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press