უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომლითაც პატიმრობამისჯილ ადამიანს შეეფარდა დამატებითი წინასწარი პატიმრობა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია 26 ოქტომბრის არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი დაამარცხებს მას,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, "ამგვარი ორმაგი პატიმრობის პრეცედენტი დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში არ არსებობს".
"მოსამართლედ წოდებულმა მიხეილ ჯინჯოლიამ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური დაკვეთით, რომელიც განპირობებულია ივანიშვილის პირადი შიშით პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ, გამოიტანა სრულიად უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლითაც პატიმრობამისჯილ ადამიანს შეუფარდა დამატებით წინასწარი პატიმრობა. ამგვარი ორმაგი პატიმრობის პრეცედენტი არ არსებობს დღევანდელ პენიტენციურ სისტემაში. არ არის არცერთი პატიმარი პენიტენციურ სისტემაში, რომელსაც მისჯილი აქვს და დამატებით ასევე წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი.
პრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ ორმაგი პატიმრობის გადაწყვეტილება მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ივანიშვილს ძალიან ეშინია, ივანიშვილს ძალიან ეშინია ხელისუფლების დაკარგვის, 26 ოქტომბრის მოახლებული არჩევნების, სადაც ქართველი ხალხი ერთის მხრივ, დაასრულებს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, რაც გაათავისუფლებს პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა წარმატებულ ევროატლანტიკურ მომავალს ჩვენი ქვეყნისთვის და მეორეს მხრივ, აუცილებლად ხმას მისცემს საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, დემოკრატიულ განვითარებას, კეთილდღეობას საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის და ოჯახისთვის. ეს არის ჩვენი გეგმა - ერთიანობით ჩვენ ვიმარჯვებთ, ერთიანობით იმარჯვებს ქართველი ხალხი",- განაცხადა ბოკუჩავამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press