საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სააკაშვილი "ძალიან დიდი ხანია არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იმყოფება".
კითხვას, აპირებს თუ არა ხელისუფლება, რომ სააკაშვილი ისევ დააბრუნოს საპყრობილეში, კობახიძემ ასე უპასუხა:
"არ ვიცი, ჩემთვის საინტერესო არა არის, შესაბამისი უწყებები იღებენ ხოლმე ასეთ გადაწყვეტილებებს.
იცით, რომ ძალიან დიდი ხანია, სააკაშვილი იმყოფება არა საპატიმროში, არამედ ერთ-ერთ კერძო კლინიკაში. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დანარჩენზე გადაწყვეტილებებს იღებენ შესაბამისი უწყებები საჭიროებებიდან გამომდინარე. ხან ასე იქნება ხან ისე, ვნახოთ".
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press