მე, როგორც ვიცი, ე.წ. დემოკრატიის ფესტივალზე გამოფენილი იყო მათ შორის, სააკაშვილის სურათები, ეს ნიშნავს იმას, რომ იქ რეალურად ტარდება ავტორიტარიზმის ფესტივალი; ყველაზე ცუდი ის არის, რომ ავტორიტარიზმის ფესტივალს საქართველოში პირდაპირ აფინანსებენ უცხოელი დონორები,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბეშუმში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, "უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები საქართველოში ავტორიტარიზმს ვერ დააბრუნებს".
"ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეს არის არასწორი ჩარევა საარჩევნო პროცესებში. სამწუხაროდ, არჩევნები წარიმართება საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევის ფონზე, თუმცა ეს დარღვევები რეალურად შედეგებზე ვერ აისახება, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს ყველაფერს.
აქედან გამომდინარე, როგორი ჩარევაც არ უნდა განხორციელდეს, მათ შორის, გარე ჩარევა, ეს რამე არსებით გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს. მათ შორის, ვერც უცხოეთიდან დაფინანსებული ავტორიტარიზმის ფესტივალები ვერ დააბრუნებს საქართველოში ავტორიტარიზმს",- განაცხადა პრემიერმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press