საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე "ლელოს" ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის "დუმილი არის მცდელობა, რომ გადაწყვეტილება გადაფარონ".
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გადაწყვეტილებას ხაზარაძე და ჯაფარიძე "ვერ გადაფარავენ".
"უსუსური მცდელობაა, რომ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება გადაფარონ, თუმცა საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ისინი ვერანაირად ვერ გადაფარავენ. მათ შეიტანეს შესაბამისი საარბიტრაჟო სარჩელი საერთაშორისო დონეზე და ეს დავა წააგეს ქართულ სახელმწიფოსთან. ამის მერე ნებისმიერი მცდელობა, რომ ეს მარცხი გადაფარონ არის უსუსური და განწირულია წარუმატებლობისთვის",- განაცხადა კობახიძემ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press