იმედის პრინციპი ვლადიმერ პუტინისგან არ დაგვიცავს,- ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გერმანულ გამოცემა Bild-ში გამოქვეყნებულ კომენტარში წერს.
ბერბოკის განცხადებით, აუცილებელია გერმანიაში ამერიკის შეერთებული შტატების შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების განლაგება, როგორც რუსეთის შემაკავებელი საშუალება.
"ის, რაც გვიცავს, არის ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ - მათთვის, ვინც მამაცურად იცავს თავის ქვეყანას. და ამით უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის ჯარები ჩვენთან უფრო ახლოს არ მოვიდნენ. ის, რაც ახლა გვიცავს, არის ის, რომ ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ საკუთარ უსაფრთხოებასა და ძალაში - ევროკავშირში, ნატოსა და გერმანიაში. და ეს მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ გერმანიაში აშშ-ის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემები განლაგდეს. რუსეთთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდება საიმედო შემაკავებელი საშუალება, რომელიც ასევე იცავს პოლონელებს, ბალტიისპირეთის ქვეყნებს და ფინელებს - ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც რუსეთს უშუალოდ ესაზღვრებიან",- აცხადებს ანალენა ბერბოკი.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press