უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინამ მსოფლიო ბანკის მეშვეობით ამერიკის შეერთებული შტატებისგან 3,9 მილიარდი დოლარის ოდენობით გრანტი მიიღო.
როგორც შმიგალი სოციალურ ქსელში წერს, ეს 2024 წელს შეერთებული შტატების პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის პირველი ტრანშია.
"ეს თანხები ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფინანსებას, როგორიცაა მასწავლებლების, ექიმებისა და მაშველების ხელფასები, სოციალური შეღავათები",- წერს პრემიერ-მინისტრი Telegram-ზე.
მისივე განცხადებით, უკრაინა წელს აშშ-სგან 7,8 მილიარდი დოლარის პირდაპირ საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press