Foto

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა

მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო, ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი შეიხ ჰასინა თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მედიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქ დაკაში საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში შეიჭრნენ.

ჰასინამ, რომელიც მთავრობას 2009 წლიდან ხელმძღვანელობდა, ბანგლადეში დატოვა.

შეგახსენებთ, ბანგლადეშში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 90 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ.