უკრაინის მეზობელ ქვეყნებს ეშინიათ რუსული რაკეტების ჩამოგდების მოსკოვის შესაძლო რეაქციის გამო,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მეზობელ ქვეყნებთან, მათ მიერ უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს.
„ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეზობელი ქვეყნებიდან სამხედრო თვითმფრინავების გამოყენების ტექნიკურ შესაძლებლობებზე იმ რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც უკრაინას ჩვენი მეზობლების მიმართულებით მოხვდა. პირველ რიგში, ალიანსის ქვეყნები“,- განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, პოლონეთთან თავდაცვის შეთანხმებაში არის პუნქტი, რომელიც ვარშავის მიერ უკრაინის თავზე რუსული რაკეტების ჩამოგდების შესაძლებლობას განიხილავს.
"აგრეთვე, ნატოს წამყვანი ქვეყნების (აშშ, გერმანია და დიდი ბრიტანეთი) ლიდერებმა, ასევე ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადეს, რომ ნატოს ქვეყნები არ ჩამოაგდებდნენ რუსულ რაკეტებს, რათა არ გახდნენ ომის მონაწილეები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press