Foto

„ქართული ოცნების“ მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას არ ვხედავ - ზურაბიშვილი

არ ვხედავ "ქართული ოცნების" მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კითხვაზე - ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალი კონფიგურაციების, მმართველი პარტიის განცხადებების ფონზე, რა მოლოდინი გაქვთ, იქნება თუ არა 26 ოქტომბრის არჩევნები ცვლილებების მომტანი და პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ, სად ხედავთ თქვენს როლს როგორც ცვლილებების, ისე "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მმართველობის გაგრძელების შემთხვევაში - ზურაბიშვილმა თქვა, რომ არჩევნებმა "უთუოდ ევროპული ძალების გამარჯვება უნდა მოიტანოს".

"არ ვხედავ "ქართული ოცნების" მმართველობის გაგრძელების რამე პერსპექტივას, არც მათთვის და არც ჩემთვის. რაც ეხება სხვა შედეგს ამ არჩევნების, რომელმაც უნდა მოიტანოს, უთუოდ უნდა მოიტანოს ევროპული ძალების გამარჯვება იმიტომ, რომ აქ ლაპარაკი არის ქვეყნის ბედსა და ქვეყნის მომავალზე, არა კიდევ ერთხელ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გამარჯვებაზე, რომელი პოლიტიკური ფიგურის გამარჯვებაზე, აქ არის ქვეყნის მომავალი და ეს ესმის ყველაზე კარგად ჩვენს ახალგაზრდობას",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.