ბანგლადეშში, ქალაქ ჯაშორში მდებარე სასტუმრო Zabeer International-ს დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ქალაქის სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად, 10-მდე ადამიანია დაშავებული.
“სასტუმროში, რომელიც სავარაუდოდ, პარტია Awami League გენერალურ მდივანს, შაჰინ ჩაკლადარს ეკუთვნოდა, ხანძარი საღამოს 4 საათისთვის გაჩნდა. სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძრის ლოკალიზება საღამოს 8 საათისთვის შეძლეს“,- წერს მედია.
შეგახსენებთ, ბანგლადეშში, რამდენიმე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრ შეიხ ჰასინას გადადგომას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა, რასაც სულ მცირე, 90 ადამიანი ემსხვერპლა. 2 დღის წინ, ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი დაწესდა, რკინიგზამ კი მუშაობა შეაჩერა.
გუშინ, 5 აგვისტოს შეიხ ჰასინამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო და შემდეგ ქვეყანა დატოვა. არსებული ინფორმაციით, ის ინდოეთში გადავიდა და აპირებს, თავშესაფარი დიდ ბრიტანეთს სთხოვოს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press