"ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, ტერორისტული დაჯგუფების პოლიტიკურ ლიდერად იაჰია სინვარი დაინიშნა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი "ჰამასზე" დაყრდნობით ავრცელებს.
"ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობა "ჰამასი" აცხადებს მეთაურის, იაჰია სინვარის არჩევას მოძრაობის პოლიტბიუროს ხელმძღვანელად... ის იქნება მოწამე მეთაურის, ისმაილ ჰანიეს შემცვლელი",- ნათქვამია "ჰამასის" განცხადებაში.
შეგახსენებთ, 31 ივლისს, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press