დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად სერგეი შამბა დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შესაბამის "განკარგულებას" ხელი ბჟანიამ თავად მოაწერა.
შამბა მანამდე ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებდა, ახლა მას რაულ ლოლუა შეცვლის, რომელიც მანამდე გუდაუთის “ადმინისტრაციის მეთაურად“ არ დაამტკიცეს.
აღსანიშნავია, რომ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც "თანამდებობა" 7 მაისს ინალ არძინბამ დატოვა.
შეგახსენებთ, სერგეი შამბა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 1997 წლის მაისიდან 2004 წლის ივლისამდე და 2004 წლის დეკემბრიდან 2010 წლის თებერვლამდე პერიოდებშიც იკავებდა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press