Foto

მამუკა ხაზარაძე - გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა!

ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა!- ასე ეხმაურება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი  მამუკა ხაზარაძე 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წლის გასვლას.

როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, "რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება".

"დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმძიმესი თარიღია, 7 აგვისტო - დღე, როდესაც 16 წლის წინ, რუსეთმა მორიგ ჯერზე მთელი სისასტიკით შემოგვიტია, ასობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაგვაკარგინა, ათობითათასი ადამიანი საკუთარ სამშობლოში დევნილად აქცია, წაგვართვა ტერიტორიები და დღემდე ღია ჭრილობად გვრჩება. 

ჩვენ გვახსოვს აგვისტოს სისხლიანი 5 დღე და გვახსოვს მტრის სახე, რომელიც დღეს კიდევ უფრო ახლოსაა! 

არასოდეს დავთმობთ და არასოდეს შევეგუებით რუსული რეჟიმის ბატონობას ამ ქვეყანაში! რუსეთის მსახური მთავრობა საქართველოში მალე დასრულდება!

დიდება გმირებს და დიდება ძლიერ საქართველოს, რომელსაც ყველა ერთად ავაშენებთ!" - წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა.