ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ თბილისს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი, რომელიც თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს,- ამის შესახებ ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
რაუფოღლუს განცხადებით, დეპარტამენტი ჟურნალისტის დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობებით "შეწუხებულია".
“ჩვენ ღრმად შეწუხებულები ვართ თბილისში აფგან სადიგოვის დაკავების შესახებ ცნობებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ის",- განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა რაუფოღლუს.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს, თბილისში დააკავეს. სადიგოვს 4 აგვისტოს 3 თვის ვადით საექსტრადაციო პატიმრობა შეეფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, "დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით. აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა".
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press