მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა სიმართლე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უარყოფს ამ ფაქტს, არის პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებაც იმავე ნარატივს იმეორებს,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ეყოლება.
"მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ტრიბუნალმა, მათ შორის სამართლებრივად დაადგინა ის სიმართლე, რაც იცოდა მთელმა მსოფლიომ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა რუსეთი, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უარყოფს ამ ფაქტს, არის პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც იმეორებს კრემლის, პუტინის რუსეთის ნარატივს.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ მოვიტანთ ჩვენი ერთიანობით ცვლილებებს და ჩვენს ქვეყანას კვლავ ეყოლება ეროვნული ხელისუფლება, რომელიც დაუბრუნებს ჩვენს ქვეყანას ეროვნულ იდენტობას, ღირსებას და აღარ გაიმეორებს კრემლის ამ მავნებლურ გზავნილებს",- აცხადებს ბოკუჩავა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press