უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთში, კურსკის ოლქში 100 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზელენსკის მრჩეველმა, რუსეთის შიგნით უკრაინის სამხედრო აქტივობა დაადასტურა და აღნიშნა, რომ მისმა ძალებმა სამ დღეში, დაახლოებით, 100 კილომეტრის მოცულობის ტერიტორია დაიკავეს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინელებმა ასობით ტყვე აიყვანეს და აიღეს ბენზინგასამართი სადგური, რომელსაც რუსეთი უნგრეთსა და სლოვაკეთთან ენერგოტრანზაქციებისთვის იყენებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ უკრაინის ოპერაცია აშშ-სგან მიღებული იარაღით ხორციელდება.
“უკრაინელები ცდილობენ, ხელი შეუშალონ რუსული ძალების გადაადგილებას ხარკოვის რეგიონში სუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით“,- განაცხადა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press