Foto

ხაბეიშვილი მელიას თავდასხმაზე - არ მოგბეზრდათ ძალადობა და ასეთი „შოუების" ყურება?! არ გინდათ ხელიხელ ჩაკიდებულებმა ჩვენს სამშობლოზე ვიზრუნოთ?!

მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ, მოსახლეობას სანახაობა, ძალადობა და თავდასხმა შესთავაზო,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

ხაბეიშვილის განცხადებით, "სხვა რამის შემოთავაზება არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელმაც მმართველობის 12 წელი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა".

“ნიკა მელიას თავს რომ დაესხნენ, ამით სამტრედიელებს ხვალიდან ხელფასი და  შემოსავალი მოემატებათ, თუ ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება?! რამე გაიაფდება და შეღავათი მიეცემა ხალხს?! ცხადია, პასუხი არის - არა! უბრალოდ, სხვა რამის შემოთავაზება არ შეუძლია ხელისუფლებას, რომელმაც მმართველობის 12 წელი მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობისთვის გამოიყენა. არ მოგბეზრდათ ეს სამარცხვინო მდგომარეობა?! არ მოგბეზრდათ ძალადობა და ასეთი "შოუების" ყურება?! არ გინდათ, ხელიხელ ჩაკიდებულებმა ჩვენს სამშობლოზე ვიზრუნოთ?! - ცხადია, ყველას გვინდა!“- წერს ხაბეიშვილი.