საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თავად "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ამერიკელ კოლეგებს "არაერთგზის განუმარტა, თუ რატომ არ ხვდებოდა".
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, "მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავისი ძალიან კონკრეტული საფუძველი".
"ბიძინა ივანიშვილმა განმარტა მიზეზები, ეს მიზეზები ძალიან კარგად იციან ამერიკელმა კოლეგებმა. თუ სურთ, თავად შეუძლიათ, გამოიტანონ ეს მიზეზი. მიზეზი არის ძალიან მკაფიო, ძალიან კონკრეტული და ამ ყველაფერს აქვს თავის ძალიან კონკრეტული საფუძველი. თუ ამის სურვილი ექნებათ ამერიკელ კოლეგებს, თავად შეუძლიათ, ისაუბრონ ამ მიზეზზე, ბატონ ბიძინა ივანიშვილსაც შეუძლია, ისაუბროს ამ მიზეზზე, თუ ექნება ამის სურვილი. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი, რადგან არ ვარ კონკრეტული მხარე ამ შემთხვევაში. მიზეზი ბიძინა ივანიშვილმა განუმარტა ამერიკელ კოლეგებს. ვინც იყო კომუნიკაციის ორი მხარე, მათი პრეროგატივაა ასეთ საკითხებზე საუბარი",- ამბობს კობახიძე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press