სალომე ზურაბიშვილი არის “ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, მარიონეტი, რასაც ჩასძახებენ იმას ამოსძახებს ხოლმე, ეს არის მისი ერთადერთი როლი და ფუნქცია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილი არის “ნაცმოძრაობის" და "არა საქართველოს პრეზიდენტი და მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს".
“საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა, შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილს თავად აქვს აღიარებული, რომ ის არის კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი და მან თანამდებობა შეინარჩუნა მხოლოდ და მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ “ნაცმოძრაობამ" მხარი არ დაუჭირა იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, შესაბამისად, ამ მომენტიდან ის არის უკვე არა საქართველოს, არამედ რეალურად ის არის “ნაცმოძრაობის" პრეზიდენტი, ერთი მარტივი მარიონეტი, შესაბამისად, მის არავითარ სიტყვას და განცხადებას ფასი არ აქვს",- განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press