რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტია "ახალის" თანათავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე განხორციელებულ თავდასხმას.
როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "ივანიშვილის გეგმა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაციაა".
"რა უბადრუკი და სამარცხვინო თავდასხმა იყო, "პოსტვს" თანხლებით, ნიკა მელიაზე.
ზუსტად ამას აკეთებდნენ შევარდნაძე, მამალაძე და ასლან აბაშიძე 2003-ში. ივანიშვილი აპირებს, ყველას გადაუჯოკროს.
ჩვენ კი მეტად ორგანიზებული და ერთიანი უნდა ვიყოთ, ვიდრე ოდესმე, არჩევნებამდეც და არჩევნების შემდეგაც.
ივანიშვილის გეგმაა სამოქალაქო დაპირისპირების იმიტაცია, არ უნდა გავაკეთებინოთ!" - წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, გუშინ 11 აგვისტოს პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press