კასპის ყოფილმა მერმა, მანუჩარ მერაბაშვილმა “ქართული ოცნება“ დატოვა და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ შეუერთდა,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ "კიდევ ბევრ ადამიანს ვიხილავთ, მათ შორის "ოცნების" მაღალჩინოსნებს, რომლებიც სწორ მხარეს გადავლენ".
“მე დღეს ვესაუბრე მანუჩარს და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ირჩევენ ისტორიის სწორ მხარეს, იმიტომ, რომ ყველას გვესმის, 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ერთიანობით, საერთო ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი, რომლებიც არჩევნებამდე სწორ არჩევანს გააკეთებენ და აირჩევენ ქვეყნის ევროპულ, ნათელ მომავალს, რაც არის ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press