უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე 500 000 დოლარის ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა და ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული სქემა გამოავლინეს, რომელიც ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მიერ იყო დაორგანიზებული.
“საუბარია სახელმწიფო კომპანიის კუთვნილ უნიკალურ აღჭურვილობაზე, რომელიც აღმოსავლეთ ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, პოკროვსკის მიმართულებითაა განლაგებული. საბრძოლო მოქმედებების ზონიდან ამ აღჭურვილობის ევაკუაციის თხოვნით სამთო-მომპოვებელი საწარმოების ხელმძღვანელებმა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს მიმართეს, თუმცა მაღალჩინოსანმა ქრთამი მოითხოვა. გამოძიების ცნობით, საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ სამი პირი. ოთხივე ეჭვმიტანილი კი ამჟამად დაკავებულია“,- განაცხადეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press