„კოლექტიური ნაცმოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, „ქვეყნის მოსახლეობა ამ რადიკალურ დაჯგუფებას პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს".
„ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაცია. წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი ფაქტები ყოველთვის ხდება. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ჩართულობით, არის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც თავიდანვე მარცხისთვის არის განწირული.
საქართველოში რადიკალიზმი ვერასდროს გაიმარჯვებს. ვერ გაიმარჯვებენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან. ვერ გაიმარჯვებს ვერცერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მომხრეა, რომ ქვეყანაში გაჩაღდეს ომი სხვა ქვეყნის ინტერესების გატარების მიზნით, რომელსაც ქვეყანაში ბომბების ცვენა ურჩევნია, ან სანქციებისთვის შეერთება და საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის დაზიანება უნდა. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ დაჯგუფებას, რომელიც გარედან იმართება, შესაბამის პასუხს საპარლამენტო არჩევნებზე გასცემს“,- აღნიშნა კალაძემ.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press