Foto

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა ოლიმპიურ თამაშებზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრებმა მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით  ოლიმპიურ თამაშებზე  გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ძალოსანთა ოლიმპიური გუნდი სამშობლოში უკვე დაბრუნდა.

ძალოსნებს აეროპორტში გულშემატკივრები, ფედერაციის წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.