ავტორიტარული ქვეყნების მხრიდან მზარდი აგრესიული ქმედებების ფონზე, როგორიცაა რუსეთი, რომელიც შეიჭრა საქართველოში 16 წლის წინ, მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა შეერთებული შტატების მუდმივი მხარდაჭერა ქართველი ხალხის უფლებისადმი, რომ ჰქონდეთ ქვეყანა, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს საკუთარი მომავალი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი ავრცელებს.
შაჰინის თქმით, “ვითარების გამოსწორების გზაზე, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებებს“.
“ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან შეხვედრების დროს ჩვენ განვამტკიცეთ ჩვენი ერთგულება, ევროინტეგრაციისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებისადმი - მაგრამ ასევე განვაცხადეთ, რომ არ ვიქნებით უმოქმედოდ დემოკრატიული პროცესების უკუსვლისა და შეერთებული შტატების მიმართ, გამიზნული, ცრუ განცხადებების ფონზე. ჩვენ უნდა დავინახოთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და კეთილსინდისიერი მცდელობები იმისთვის, რომ გაუქმდეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი, რომელიც უფრო მეტ ზიანს აყენებს ერს, ვიდრე სარგებელი მოაქვს ევროკავშირის წევრობის გზაზე წინსვლისთვის. ვითარების გამოსწორების გზაზე, პირველი ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას და ჩვენ ველოდებით მათ შემოთავაზებებს“,- აღნიშნა სენატორმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press