ამერიკის შეერთებული შტატები-საქართველოს ურთიერთობა ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში - მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ს პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ოფიციალური ვიზიტიდან ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პალატის, დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ ტერნერი ავრცელებს.
ტერნერის თქმით, აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე.
“აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის. მადლობელი ვარ სენატორი შაჰინის ურყევი ღრმა ერთგულებისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობებისადმი, ისევე როგორც მოწვევისთვის“,- განაცხადა მაიკლ ტერნერმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press