ამერიკის შეერთებული შტატების "რესპუბლიკური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ "დემკრატიული პარტიის" მიერ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შეცვლა "გადატრიალება" იყო. ამის შესახებ ტრამპმა ამერიკელ მილიარდერთან, ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც სოციალურ ქსელ X-ზე გადაიცემოდა.
ამავე ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ბაიდენის საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის მიზეზი ის დებატები გახდა, რომელშიც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი "დაამარცხა".
“ეს იყო გადატრიალება. ეს იყო აშშ-ის პრეზიდენტის გადატრიალება. მას არ უნდოდა გასვლა, მაგრამ უთხრეს რომ გასულიყო“,- განაცხადა ტრმპმა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპმა "დემოკრატიული პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისიც გააკრიტიკა, რომელსაც “მესამეხარისხოვანი“, “არაკომპეტენტური“ და “რადიკალ-მემარცხენე მთვარეული“ უწოდა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press