ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელისთვის 20 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების საბრძოლო თვითმფრინავებისა და სხვა სამხედრო აღჭურვილობის მიყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი პენტაგონზე დაყრდნობით ავრცელებს.
პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლინკენმა F-15-ის ტიპის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის შესაძლო გაყიდვა დაამტკიცა, რომლის ღირებულებაც, დაახლოებით, 19 მილიარდი დოლარია. მან ასევე სატანკო ვაზნებისა და სამხედრო მანქანების შესაძლო გაყიდვის გადაწყვეტილებაც მიიღო.
“ისრაელის უსაფრთხოებისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, შეერთებული შტატები დაეხმაროს ისრაელს თავდაცვის განვითარებასა და შენარჩუნებაში“,- განაცხადა პენტაგონმა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა კი, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მადლობა გადაუხადა აშშ-ის ოფიციალურ პირებს იმისთვის, რომ "დაეხმარნენ ისრაელს რეგიონში თავისი ხარისხობრივი სამხედრო უპირატესობის შენარჩუნებაში".
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press