იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა აღარ მიიღებს მონაწილეობას მმართველი "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის არჩევნებში. ამის შესახებ კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კიშიდას თქმით, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდანაც გადადგება.
"პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ახლა ყურადღებას პარტიის ახლადარჩეული ლიდერის მხარდაჭერას დავუთმობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი“,- განაცხადა კიშიდამ.
შეგახსენებთ, იაპონიის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ფუმიო კიშიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლიდან იკავებს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press