მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ BBC WHO-ს გენერალურ დირექტორზე, ტედროს ადანომ გებრეიესუსზე დაყრდნობით ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, გადაწყვეტილება ვირუსული ინფექციის კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებას მოყვა.
“აფრიკაში და მის ფარგლებს გარეთ შემდგომი გავრცელების პოტენციალი ძალიან შემაშფოთებელია. კოორდინირებული საერთაშორისო რეაგირება აუცილებელია ამ აფეთქების შესაჩერებლად და სიცოცხლის გადასარჩენად. “მაიმუნის ყვავილი“ ერთი ადამიანიდან მეორეზე სქესობრივი კონტაქტითა და კანთან კონტაქტით გადაეცემა. ის გრიპის მსგავს სიმპტომებსა და კანის დაზიანებებს იწვევს.
ეპიდემიის გავრცელების კონტროლი შესაძლებელია ვაქცინებით, ინფექციების პრევენციით, თუმცა ეს ჩვეულებრივ ხელმისაწვდომია მხოლოდ რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის ან მათთვის, ვინც მჭიდრო კონტაქტში იყო ინფიცირებულ ადამიანთან. კონგოს გარდა, "მაიმუნის ყვავილის" შემთხვევა ბურუნდიში, კენიაში, რუანდასა და უგანდაში დაფიქსირდა“,- წერს BBC.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press