Foto

კურსკის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინამ პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა - სირსკი

კურსკის ოლქის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკრაინამ პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისი შექმნა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სამხედრო შტაბის სხდომაზე განაცხადა.

სირსკის თქმით, პირველი სამხედრო სამეთაურო ოფისის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ედუარდ მოსკალევი დაინიშნა.

“კურსკის რაიონში შეტევის დაწყებიდან უკრაინელმა სამხედროებმა კონტროლი 82 დასახლებაზე აიღეს, რაც 1 150 კვ.კმ-ს შეადგენს",- აღნიშნა სირსკიმ.