Foto

უკრაინას შეუძლია, რუსეთის ტერიტორიაზე კანადის მიერ გადაცემული ტანკები და ჯავშანტექნიკა გამოიყენოს - კანადის თავდაცვა

უკრაინას  შეუძლია, რუსეთის ტერიტორიაზე კანადის მიერ გადაცემული ტანკები და ჯავშანტექნიკა გამოიყენოს,- ამის შესახებ კანადის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

უწყების პრესსპიკერის, ანდრე-ენ პულინის თქმით, უკრაინისადმი კანადის დახმარება იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების საერთაშორისო შეთანხმებას შეესაბამება, რომელიც იარაღის უკანონო გადაცემისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესამცირებლად არის შექმნილი.

“უკრაინელებმა ყველაზე კარგად იციან, როგორ დაიცვან თავიანთი სამშობლო და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ მათ შესაძლებლობებს. კანადა არ აწესებს გეოგრაფიულ შეზღუდვებს სამხედრო აღჭურვილობის გამოყენებაზე, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ უკრაინას",- აღნიშნა პულინმა.

ცნობისთვის, კანადამ უკრაინას 8 Leopard 2A4-ის ტიპის ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანტექნიკა და ასევე M-777-ის ტიპის ჰაუბიცები გადასცა.