ბელარუსმა უკრაინის საზღვარზე კონტროლი გაამკაცრა და იქ სამხედრო დანაყოფები განათავსა, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ სამხედრო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ თათბირზე განაცხადა.
ლუკაშენკოს თქმით, ბელარუსი მზად არის, წინააღმდეგობა გაუწიოს ნებისმიერ საფრთხეს, რომელიც მის წინაშე არსებობს.
„ამ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ, ჩვენ ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე კონტროლი გავაძლიერეთ. მეტიც, ჩვენ იქ ჩვენი არმიის დანაყოფები გავიყვანეთ“, - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, 10 აგვისტოს, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცე უკრაინულმა დრონებმა დაარღვიეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press