რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იტალიის ელჩი დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
რუსეთის ხელისუფლება იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის RAI-ის კორესპონდენტს, რომელიც კურსკის ოლქში უკრაინის მიერ დაკავებული ტერიტორიიდან სამხედრო ოპერაციას აშუქებს, საზღვრის უკანონო კვეთაში ადანაშაულებს.
„ელჩს მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს იტალიური სახელმწიფო ტელერადიოკომპანია RAI-ს გადამღები ჯგუფის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც უკანონოდ შეაღწია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქზე უკრაინელი მებრძოლების დანაშაულებრივი ტერორისტული თავდასხმის გასაშუქებლად“, - აცხადებენ სამინისტროში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press