Foto

გაეროს გენერალური მდივანი პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩასატარებლად ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანიის ჩასატარებლად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მიზნებისთვის ცეცხლის დროებითი შეწყვეტის ინიციატივით გამოდის.

როგორც გუტერეშმა აღნიშნა, უკანასკნელ კვირებში პოლიომიელიტის ვირუსი ხან-იუნისისა და დეირ-ელ-ბალეს რაიონებში წყლის სინჯებში აღმოჩნდა, აქედან გამომდინარე "დაავადების გავრცელებისა და შეკავების მიზნით საჭიროა მასშტაბური, კოორდინირებული და გადაუდებელი ღონისძიებების გატარება".

„მე მოვუწოდებ ყველა მხარეს დაუყოვნებლივ უზრუნველყონ კონკრეტული გარანტიები კამპანიის საწარმოებლად ჰუმანიტარული პაუზის დასამყარებლად“, - განაცხადა გუტერეშმა.