უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში, მდინარე სეიმზე კიდევ ერთი ხიდი დააზიანეს. ამის შესახებ ინფორმაციას "უკრაინსკაია პრავდა" ქვეყნის საჰაერო ძალების მეთაურზე, მიკოლა ოლეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარალელურად, ხიდის აფეთქების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ და რუსულ Telegram-ებზეც ვრცელდება.
არსებული ცნობებით, ხიდის აფეთქება კურსკის ოლქის სოფელ ზვანნოეში მოხდა.
როგორც უკრაინული მედია წერს, აღნიშნული ხიდი ოლქის ფრონტის ხაზზე რუსული შენაერთების მომარაგებისთვის გამოიყენებოდა.
შეგახსენებთ, მანამდე, მდინარე სეიმზე არსებული ხიდი უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოსთანც გაანადგურეს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press