გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილის განცხადებით, "ისინი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს".
"გიორგი ანწუხელიძე და ჩვენი ეროვნული გმირები ქვეყნის ენერგიის წყარო არიან. ესენი აცოცხლებენ და აღვივებენ საუკუნეების მანძილზე დაგროვილ უზარმაზარ ეროვნულ მუხტს.
მარადიული ხსოვნა იყოს თქვენი! ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ თქვენი ღირსნი ვიყოთ და თქვენი გზა ჩვენც გავამართლოთ!" - წერს პრეზიდენტი "ფეისბუქის" გვერდზე.
ცნობისთვის, დღეს, 18 აგვისტოს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press