18 აგვისტოს ღამეს, რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში მდებარე ქარხანა "კავკაზზე" თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის გენერალური შტაბის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინელების დარტყმის შედეგად, ობიექტის ტერიტორიაზე, ხანძრის, სულ მცირე, 2 კერა დაფიქსირდა.
"აქ ინახებოდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომლებიც ასევე რუსული საოკუპაციო ჯარის საჭიროებებისთვის იყო მომარაგებული...
დავალება შეასრულეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ძალებმა უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით. მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის დაქვეითების ღონისძიებები. გაგრძელება იქნება",- აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.
პარალელურად, რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, ვასილი გოლუბევზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ხანძარი უკრაინის მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ამ დროისთვის ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press