თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის მემორიალური სვეტი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, ეროვნული გმირის ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, მათ მემორიალურ სვეტთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს გიორგი ანწუხელიძის გმირობა და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
ნანუკა ჟორჟოლიანის ცნობით, "ნანუკას ფონდმა...
Mana press