ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გუშინ თელ-ავივში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანია ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის გაძლიერება, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიონ.
დღეს ბლინკენი ისრაელელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გამართავს, მათ შორის ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან.
როგორც მედია იუწყება, ისრაელში ვიზიტის შემდეგ ბლინკენი ეგვიპტეში გაემგზავრება.
მიმდინარე კვირაში კი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებები კაიროში გაიმართება.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press