“ჰამასი“ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას უარყოფს და მოლაპარაკებებში ახალი დაბრკოლებების გაჩენაში ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
“ჰამასი“ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ნეთანიაჰუ მოლაპარაკებების ჩაშლისა და ღაზაში ომის გახანგრძლივების მიზნით “ახალ პირობებსა და მოთხოვნებს აყენებს“.
“ჰამასი“ აცხადებს, რომ ნეთანიაჰუმ პატიმრების გათავისუფლების გარშემო ახალი პირობები შემოიღო და შეთანხმება, რომელიც გასულ კვირას დოჰაში განიხილეს, მხოლოდ ისრაელის მოთხოვნებს შეესაბამება.
“ნეთანიაჰუს სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ შუამავლების ძალისხმევის ჩაშლასა და შეთანხმების შეფერხებაში. ის პასუხისმგებელია ჰამასის მიერ დაკავებული მძევლების სიცოცხლეზე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press