უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში მდინარე სეიმზე მდებარე მესამე ხიდიც გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამარხებსა და უკრაინულ მედიაში ვრცელდება. ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მედიის ცნობით, ეს არის ძლიერი დარტყმა რუსების ლოჯისტიკისთვის, რომლებიც მდინარესა და უკრაინის საზღვარს შორის არიან განლაგებული. ახლა მათი მომარაგება მხოლოდ დროებითი ხიდით ან ნავებით იქნება შესაძლებელი. თუ მესამე გადასასვლელის განადგურება დადასტურდა, მაშინ სამხრეთით მდებარე რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ალყაში აღმოჩნდებიან.
“სიტუაცია საშიშია და მოითხოვს რილსკის და ლგოვის ევაკუაციას, სანამ გვიან არ არის“,- განაცახდა Z-სამხედრო კორესპონდენტმა, რომანოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press